5 65936

ბედნიერი ერი


ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?
კომენტარები (8)

ლუკააა მოსწავლე - 06.05.2022

ჩიკ ჩიკი ბუმ

Gio maladoi ქურდი - 06.05.2022

06.05.2022 wamebai giorgisai

გიორგი ნაზღაიძე კრისა - 25.05.2022

Gio gio
kargi leqsia, tu vigaca ar dagadzalebs rom waikitxo

მარტინ იდენი ქართველი - 02.05.2023

ვინც აქ დააკომენტარა ყველა ლეგენდაა ;)

მიამია საწყალი აბიტურიენტი - 25.12.2023

ქართულის გაკვეთილი დაიძაბა…

Cireka კაჩოკი - 05.01.2024

სვანი კედლის ხალიჩაზე წამოწვაო.
სვანი უკვდავების წყაროს სმისას დაიხრჩოო.
სვანს ცოლი გაექცევა- ეს გაეკიდება და გაასწრებსო.
სვანს სარეცხის გაფენისას შარვალი ჩაუვარდება და იტყვის კიდევ კარგი ზედ არ მეცვაო.
სვანმა ტესლა იყიდა და გაზზე გადაიყვანა.

kuroveya რეპერი - 23.01.2024

რუსებს რა?