უსულდგმულო ცხოვრება ..
უსულდგმულო ცხოვრება ცის ნიჭად ნუ გგონია, იგი მიწის ყოფილა — რასაც ბოლო ჰქონია! ცხოვრებას აცისკროვნებს სული, საქმით მეტყველი, და ის უბოლო არის, ვით სულის შთამბერველი. ნეტა ვინც კარგის საქმით აღნიშნავს თავის დროსა! ის აქავ ეწაფება უკვდავების წყაროსა!..
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი