კოცნა


ძუნწო მეფეო სიღრმეთა მიწის,
მწყემსო კაცთა და იმპერატორთა,
ორსულ მარცვალთა საშოთა სიცხეს,
მოკვდავი ხორცის აქცევ  საწოლად.
ზღვის ფსკერზე ვეშაპთა მძინარე  ჩონჩხებს,
გადაავიწყდა შიში და მოცდა,
უდროოდ ჩაძირულ,დიდებულ გემებს,
ლოკოკინათა მიეკრო კოცნა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი