დელგმა მიწას ჭამს, შემოვაცვათ დროა თაგალა ..


დელგმა მიწას ჭამს, შემოვაცვათ დროა თაგალა. 
არც შენ არ გახსოვს უეჭველად მსგავსი წვიმები, 
ვიცი ცხოვრებამ უცაბედის ტვირთვით დაგღალა, 
რომ კრავი იყავ უსამართლოდ შენაწირები. 

დელგმა მიწას ჭამს, შემოვაცვათ დროა თაგალა. 
ცოტაა კაცი სამწუხაროდ, ბევრი ვაჭარი. 
ასეთმა ყოფამ გაგიჩინა თმაში ჭაღარა 
და ადრე საღი, ახლა მყავხარ შემონაჭამი. 

დელგმა მიწას ჭამს, შემოვაცვათ დროა თაგალა. 
ტაში მისია ვისიც ბრბოა, ჩვენ სხვა ვართ. სხვები 
მამის ფულებმა სასაცილოდ გაათამამა, 
სამაგიეროდ გაჭირვებამ გაგვხადა ძმები. 

დელგმა მიწას ჭამს, დროა ჩვენვე გავხდეთ თაგალა 
და ჩვენვე მიწას შემოვეცვათ, მსგავსი წვიმები 
ბევრი იქნება და თუ მისხალ რამემ დაგვღალა, 
ვალმოხდით მაინც განვისვენებთ ცის არწივები. 
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი