განდეგილისგან

მოანგელოზო, დაცემული მებრძვის და ქადაგ 
ქცეული ბაგე, უსიტყვაო წარსულის ასლი, 
მობეზრებული სიჩუმით და რუდუნით დამაქ, 
დამაქ და ენას, სიტყვას აზრის მოსვლამდე ვაცლი. 

მიზეზი სხვაა. მეფე არ ვარ, არც კვერთხ, არც არგან 
მომლოდინე, არც სეფეწული; უბრალო, დაშნი 
კაცი ვარ ცის და სამყოფელს, რომ ვერ ვგუობ ამგვარ 
დაცემულს, ღმერთი მოწმობს, ცრემლის დინებით დავშრი. 

სასთუმლად მიწა გამიხდია, ცა საბნად, ჭერ მაქ 
ზემორე ფენა სამყაროს და არც ისე მშვიდი 
ლოცვები საღმრთო წიაღს სულის დათმობით შემაქ, 
ვუბრუნებ თავს მას, ვისაც ძლიერ ვწყურდი და ვშივდი. 

ასე და ამგვარ, დაცემული მებრძვის და მიზეზ 
წართმეულს უკვე სრულ შეეტყო უმწეოდ დაღლა, 
სული კი, დიდძალ მადლს ღმრთისაგან ამ ბრძოლით იძენს, 
იძენს და მშვიდი, უცვალებლად მიიწევს მაღლა.