პოეტური ღალატი


მესმა, მაგრამ წავუყრუე, არ წახდება ასე რითმი,
სხვებმა ზიდონ აწი ჯვარი, მე მომბეზრდა მისი თრევა!
ვინ გთხოვა, რომ ფერწართმეულს, მგლოვიარე ნაბიჯს მითვლი?!
შენ ვინ გკითხავს, ჩემი გონი რა ციტატის გამო თვრება?!

აღარ მინდა ხსნა, გამშორდი! მით წარსული ვასამარე,
აზრი წერტილს დაუსვამს და განაქიქებს ყოველს ირგვლივ,
შევცდი, როცა ახალგაზრდამ, ნიჭი გავასპასალარე,
ახლა ამ ნიჭს, ავდგები და კაცის მჭამელ ცხოველს მივგვრი!

და, რომც ნულონ დედამიწის ბრუნება და გაჩდეს მსხვერპლი,
თითსაც აღარ შევატოკებ, მძულს ზრახვათა სინერგია!
მეც ტანჯვასთან ერთად აწმყოს სუიციდით გადავსხეპდი,
მაგრამ ბოღმის ბოლო ნერგი ჯერ არ გადამინერგია.

ჯერ კიდევ მაქვს დასაწერი უკანასკნელ სტროფთა რიგი,
ბოლო კალმის მოსმა დამრჩა, მერე განცდებს ვატუსაღებ.
ბრძოლამ თავი გამაბეზრა, მივატოვო უნდა რინგი,
მივდივარ და მომავლისთვის მსხვერპლნამრავლებ წარსულს ვაღებ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი