ლენორა


იდუმალების ან ტაბიძის, თუ ხარ ლენორა,
მაშინ სამყაროს გარეკანზე მოგიწევს როკვა.
ასეა დაო და სურვილსაც რაღა ეღონა?
თუ კი სინაზე ნახავერდევ როკვას არ მოჰყვა.
და რაც შორია ჩაძიება ლენორა ფიქრში,
უფრო შორეულს და კოსმიურს მისწვდება მწუხრი.
შენც ხომ ცხოვრობდი, იშვიათი, ტრაგიკულ მითში?
მეც, შენთან ერთად, ამ ეპოქის ტრაგიზმით ვწუხდი.
გამხვია სივრცემ უსივრცობის განცდეულ ნისლში,
ააქაოსა საწყისებთან დილა და მწუხრი!
შენც ხომ ცხოვრობდი, იშვიათი, ტრაგიკულ მითში,
მეც, შენთან ერთად, ამ ეპოქის ტრაგიზმით ვწუხდი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი