მზეო სხივი მინდა უშობელი


თითქმის სისხლნარევი ალამები,
დროთა საჯირითო მიღმეთია.
ახლა უზომოა ალაგები,
სადაც იდოლია მიღმერთია.

სასო დაკარგული ავბოოშდი,
გული ამოვგლიჯე არგენტარებს,
რას ვიფიქრებდი, თუ ამბორს ვშობდი,
ამბორს, უფლირტოდ რომ არ ნეტარებს.

ხშირად ვეწამები უქსენონო,
არვინ შემიბრალა ნაწყლულევი.
დროა, მოდისაგან უგემოვნო,
თავის სიდიადით ნარწმუნევი.

ძველი სიბრძნის ზიზღი, ულმობელი,
უნდა ვაძენონო, ვასპინოზო!
მზეო, სხივი მინდა უშობელი,
თუნდაც შენ მომეცი ასპიროზო.

ზეცას აფრიალეთ ალამები,
ბრძოლა საქაოსო მიღმეთია!
მიწა ცოდვითაა ანაღები,
მიწა, სადაც კერპი მიღმერთია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი