0 47

ონოლოგი მომაკვდავის სარეცელთან


შემძლებელს ადრე საოცარს და მერე კი აღქმა
დაკარგულს,ფხიზილს ვერ უბრუნებს ხმაურით ბუკი,
მოხუცდა რადგან, ჩამოჭკნა რა, უცხოა ახლა
მისთვის სილაღე, სიანცე და შენ მაინც ნუ კი
იტყვი იმას, რომ შორს წასულა სიცოცხლე მისგან,
რომ მასში სუფევს საუკუნო ბატონად დაღლა,
აბობოქრება ბევრი ვნახე უძლური ზღვისგან,
ცხოვრების სტილი ასეთია- ეშვები დაღმა
აღმასვლის მერე ყოველთვის და საწყისთან მისვლით,
ამტვერებული ქარბუქივით, ყოველგვარ ზღუდეს
გადიხარ სული, დაუჭრელი სიკვდილის ისრით.
ნუ გიკვირს უკვდავს, შესაძლოა სიკვდილსაც სძულდე,
იმ სიძულვილით, რომელითაც ვერ გაკლებს ბრწლკალსაც.
ამბოხის მთელი ოკიანე დაგლეჯას ჩემობს
შენსას, იმდენი სიბოროტით, შენ რამდენ წამსაც
იყავი მასთან შეფიცული და მაინც ჯერ, რომც
შეგეხოს რაა? საღმერთოა, როდესაც არსი
შენი და ღმერთი- პიროვნება, უბრძნესი სიტყვა,
შენშია მარად, ყოველგვარი მცდელობა ფარსი
გამოსდის სიკვდილს. ეს მოხუცი ცხოვრებას მიყვა
და ახლა მხოლოდ გარდაცვალდეს უნდა რა, დრონი
ვერ იმეფებენ მასზე, იგი გადავა მიღმეთს,
და გასვლა მისი იდუმალი, უწვდო და შორი,
ერთს, ჭეშმარიტად რომ ადიდა, მიუვა იმ ღმერთს.
კომენტარები (0)