0 217

ხარაკირი


მოვიკლა თავი, სუიციდი კლავს მისტერიას...
ბავშვობა მინდა, არ განცდილი დრამად-ის წუთი,
ჩემი ზმანება საიქიო, ღრმა ცის ტევრია,
აქ მბოჭავს დრო და შინაგანი გლოვით მივმწუხრდი.

ადვილია და ყველა შეძლებს ჭირში ხარაკირს.
ლხინი ისეთი სიშორეა, როგორც სივრცე და
ნანგრევებს ვეძებ თავშესაფრად. შოვნად აღარ ღირს
ბედნიერება, ანდაც მასზე ხარბი მიცვენა

რა ბედენაა? განა რაა მასში სიუხვე?
სიხარულია დაუსრულო აწმყო-არ გავა...
ჯობია სიკვდილს მოსასვლელი მხარე მივუხვდე,
თორემ ცხოვრება უმისობამ მიანაგავა.

ვახ, რომ მძიმეა, ვერ ხვდებიან ჩემსას. ახლა კი
აზრის ნამცეცებს ვეზიდები სულის საძღომად,
ღმერთი ვიცი, რომ არ გამწირავს ნაღდად ხარაკირ
შეუსრულებელს და თუ მკვდრეთით მელის აღდგომა,

დაე ცხოვრებას გამოვფატრავ გამომძღარ სტომაქს!
სისხლისგან დაცლილს მაინც გულით მიჭირავს ხელში
მე უკვდავება, ზვარაკივით, ნატანჯი მომაქვს
ოღრო-ჩოღროზე, რომ სადგომი ვიპოვო ღმერთში.
კომენტარები (0)