სამყარო შიშით ბატონია..


იქნებ ოდესმე შენც გამოძვრე სივრცის გვალვიდან,
და მეც, ამყოლი შფოთიანი, ბოლომდე მოგყვე,
მარტოც შევძლებდი, მიტოვება შენი არ მინდა,
არ მინდა მარტო დარჩე, მერე ამათგან მოკვდე.

სამყარო შიშით ბატონია, ამბოხი არ სურს
ჩვენი და ყველას იმიტომაც გვიმხედრებს, თორე
ღმერთკაცს, სახსნელად მოსულს, ჩვენი ხელიდან ჯვარცმულს
ვერ დავუშავებთ ვერც ვერაფერს. ფეხებით ქოლე

მაცდური მიწა, გვეუბნება- ღმერთს მოკლავ მაგით...
სტყუის! სიკვდილი სამისოა და ასე ფერად-
ფერადი სვლებით თვალახვეულთ გვიმონებს ძალით
და მორჩილებას ბრმას გვიმკვიდრებს წესად და ჩვევად.

მხედარი ღმერთის ამ სივრციდან გააღწევ, იცავ
რადგანაც ჩვილის სიყვარულს და ბოღმისგან მსკდარი
ვერ დაგიმონებს ვერასოდეს უძლური მიწა,
მკვლელი არა და თავის თავით უთუოდ მკვდარი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი