უყვარდე პოეტს იგივეა, უყვარდე სიკვდილს ..


უყვარდე პოეტს იგივეა, უყვარდე სიკვდილს.
გიყვარდა? ხო და დაგავიწყებს უთუოდ იმ წლებს.
სადამდიც შეძლებს შენი სულის სიღრმეებს ივლის,
რომ მიუწვდომელ ხასიათს და სიწმინდეს მისწვდეს.

უყვარდე პოეტს იგივეა, უყვარდე ტანჯვას.
არ გეგონოს, რომ სადღაც, დროის ნაგლეჯში მოყვეს.
მოუკვდე? ღმერთმა ნუ ქნას, უფრო აიტანს ჯვარცმას,
ვიდრე შენს სიკვდილს, ურჩევნია შენამდე მოკვდეს.

უყვარდე პოეტს იგივეა, უყვარდე სინდისს,
მთელი სამყაროს წინააღმდეგ წასვლა რომ ძალუძს,
რო ძალუძს მტკიცედ გადატანა სევდის და სიმწრის
და სიგიჟემდე მისვლა შენი გულისთვის. სხვა ნურც

ნურავინ გეტვის– შემიძლია მეც, როგორც პოეტს
მიყვარდე, თავი შემოგაკლა, მოგართმევ მზიან
ყვავილებს, მერე შეგიჩერებ ნასივრცარ დროებს...
არ დაიჯერო, სხვები სიტყვის წინაშე კრთიან.

უყვარხარ პოეტს, სიყვარულსაც უყვარხარ მაშინ.
პოეზიაში მისტიური წყვდიადი მეფობს.
იცოდე, სანამ ფრთებს უგულო პასუხით გაშლი
დაფიქრდი, იქნებ ჭკუა კიდევ ცოტახნით გეყოს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი