0 103

ღრმა ხარ


ღრმა ხარ და შენი სიღრმეა ღამი
ფიქრის მაგვარი წვდომის თანმდევი
ძარღვის მოსისხლო მდინარის ღვარი,
მასში იწყები და თან მთავრდები.

ღრმა ხარ და შენი სიღრმეთი მოგავს
კოსმიურ სიღრმის უსრულო სივრცეს,
სხეული ყველა პლანეტას მოძრავს,
რომელიც ერთი ცენტრისკენ იწევს.

და ეს ცენტრია სიღრმეში სიღრმი
კარიბჭის მიღმა შობა და ღამი
ფიქრის მაგვარი, ფაქიზი სიყრმე,
სიყრმე-უფსკრული სიბრძნის ღრმა ხრამი.
კომენტარები (0)