0 36

სიკვდილის იდუმალ კარიბჭეს გავცდები


დრომ უკვე დაკარგა თავისი საზღვრები,
არც სივრცე დარაჯობს მგლოვიარ საწყისებს,
სიკვდილის იდუმალ კარიბჭეს გავცდები
და სული ცრუ წარსულს იქ გაისაწყლისებს,
სად გრივი საწყაო აღვავსე ამლაკმა.
გონებას მართალი მხილება დაცელავს,
როგორ ვთქვა?! :,, უფალო გრძნობები არ დაკლა",
რა ფასი დავადო სულელურ გაქცევას?!
როდესაც ჩემშია ცუდ–კარგის ყოყდანი,
ღირსი ვარ მომაგონ საკადრი განჩენა,
ბევრია უხამსი ბრმა აზრში მომხდარი,
ეს ალბათ ის დროა, რომ დავგმო გაჩენა,
რომ ლოდი მივიკრა და უფსკრულს მივეცე...
არ იცის არავინ, განცდაა საზარი.
უმანკო სიცოცხლის სიწმინდე მივლეწე
და ახლა ცრემლია მომავლის საგზალი.
მე, ყოფის სილაღემ მინგრია საბძელი,
როდესაც მივეცი ნატყუარ საწყისებს.
რადგანაც სინდისის გარეშე გავძელი,
იქ სული წარსულით გზას გაისაწყლისებს.
კომენტარები (0)