განწირული ვართ? არც იფიქრო!


განწირული ვართ? არც იფიქრო! ჩემი კინენი
პლანეტის მკერდსაც კი გადახსნის, ვთქვა და ვისურვო.
რის ბუმბერაზი? თვით ტიტანსაც შევერკინები,
ოღონდ უღირსი არ გამიხდე შემონისლულო
ჩემო ერო და სულ წაიღონ ჩემი სიცოცხლე,
ჰარამი იყოს, მიჩუქნია მძორი სვავისთვის,
ვიცი, ძნელია, ჩემი ნებით ხრამთან მივცოცდე,
მაგრამ, თუ შენთვის არა, ჩემო, აბა სხვა ვისთვის
მინდოდეს გულის ამოგლეჯა? როგორ აღორებს
სიხარბე შვილებს შენსას, ვხედავ სულის კნინებას,
სისხლიან მიწის ნაცარ-მტვერში მუდამ ნაგორებს
ახლა ტალახი გეზილება. ოხ, შერკინება
ერთი კიდევ ღირს იმ დიდებად, რაც გქონდა. შუღლი
მანიფესტია სადღეისოდ. ჩემი თორაკი
გადაგეღობოს უამრავჯერ მომხრე ვარ. ვუღლი
შენს მტრებს სიცოცხლეს, როგორც ძალმიძს, მაგრამ გორაკი
ბევრია წინ და გადავლახავთ ვიცი ბარიერს,
განწირული ვართ? არც იფიქრო! ჩვენი კინენით
გულს გადავუხსნით ამ სამყაროს, სუსტს და განიერს,
რის ბუმბერაზი? თვით ტიტანსაც შევერკინებით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი