0 47

მჭირდება, ან ვიჭირვებ


იქ, შორიდანვე მზე მოჩანს. მე, ეგ შენი ორი
ხელი სულივით მჭირდება, ან ვიჭირვებ სულაც.
და დედამიწა,დაუცველი, ვით ემბრიონი,
ოზონგარსოვან ნაჭუჭში, თუ ამაყად ცურავს
ნუ ფიქრობ, თითქოს მარტივია, მასში რაც ხშირი
იქნება ლხენა,ცხოვრება და მარტივად შემდენს
არ დაიმონებს საშინელი დესპანი-ჭირი.
ბევრი უკლია პლანეტას, რომ პლანეტად შედგეს.
ომია მასში, უეჭველი წირვაა თვლემა
უპიროვნო და სათუოა ყოველი სენი
რა დოზით ან რა შხამით ღერძის სისხლძარღვში შევა.
სწორედ ამიტომ, როგორც სუნთქვა, მჭირდება შენი
ორი ხელი, რომ შემაშველო, არ დამცეს ნაჭუჭ
დარღვეულ მიწის სითამამემ, ან მისმა სულმა
არ ამიყოლოს. მე ასეთი ცხოვრება არ მსურს
და შენც მზესავით ნათელი და მხურვალე მსურხარ.
კომენტარები (0)