0 411

ამაოა შენი მეფობა


მიდი ძამიკო, გზა ხსნილია, მეფე იყავი,
თუ შენს ღირსებას სამეუფო ნიჭი ეყოფა,
ოღონდ ერთი კი დაიხსომე, სულში მყვინთავი
კაცი თუ არ ხარ, ამაოა შენი მეფობა.
რაც მოგესურვოს ის აკეთე, წინაშე ღმერთის
გზა ხსილი გაქვს-თქო, ნებისყოფის იყავ ატაშე,
უხერხულია, დამიჯერე, მოთხოვნა მეტის,
თუ მაინც ითხოვ, დამნაშავე ხარ მის წინაშე,
ვინც სული გბერა, გმოსა ხორცით, მოგცა ყოველი.
იყავი მეფე, ნებისყოფა, თუ კი გეყოფა,
მაგრამ იმაზე მეტს მოითხოვ, ვიდრე მოელი,
სწორედ ამიტომ, ამაოა შენი მეფობა.
კომენტარები (0)