აჰა, დავთმე..

მგონი მოვკვდები ღამით,
ვახ, რომ შემეტყო ლალვა,
წავალ ნასისხლარ ღარით
და განვისვენებ ღალვა.
ვწვერავ რქებს ქარით ვერძი,
ჭიპონს სამწუხროდ ვბერავ,
ახლა სიცოცხლეს ვებრძვი,
რადგან სიკვდილის ტყვე ვარ.
სუნთქვას ვუცხადებ ომს და
უწყლო ვფართხალებ თევზი,
თვალებს მეწყერი მოსკდა,
ბოლო განთიადს ვებრძვი.
ვცდილობ ბოლოჯერ დავთვრე,
ბორგვას ხორხამდე ვყელავ,
აჰა, სიცოცხლე დავთმე,
უკვე სიკვდილის ტყვე ვარ.