სულს ღმერთი ტკიოდა


რადგანაც ჩემს სულს მისი წილი ღმერთი ტკიოდა,
აღარ დამშვიდდა გულის ცემა, შფოთავს და ასე
შესაძლოა, რომ სამშვინველის ბიძგი იოტა,
არეულ გონით, ხრამის კიდეს ფეხივით დავცდე.
ღამე არ ვიცი, მაგრამ მზისგან დღე მიდის. მრუმე,
უნათლო, წვება მყარზე სიკვდილ გამთბარი სხივი.
არ არის ძნელი გააკეთო სიკეთე, თურმე
ძნელდება მაშინ, როცა მზეა თოვლივით ცივი.
მაშინაც, როცა აზრგასული ცხოვრება, მოხრილ
გორაკს შემდგარი, უცაბედი ტანჯვით კიოდა,
მისტიურ ნისლში გახვეული ღვთის ტახტთან მოვხვდი,
რადგანაც ჩემს სულს მისი წილი ღმერთი ტკიოდა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი