0 38

მოსიარულე ძეგლებს


ახალგაზრდავარ ჯერაც,მაგრამ უჯერო ლოთი,
გულქვას წავაწყდი ათასს და ათასს კიდე რეგვენს,
ძმაო შეეშვი მაგ მკვდრებს და შენც ცოცხლებთან მოდი,
მე მივაფურთხე მაგათ-მოსიარულე ძეგლებს.

რადგან ზიზღია მათი ამეტიჩრების ერა
და ერი ტყდება წელში ამ უვიცების გამო,
თუ ღირს გავნაგრძოთ, მაშინ ბასრი ლექსების წერა,
ხვალ კი ნაბრძოლი სულით შენც ზეცისაკენ წამო.

თორე ჩაძირავს ჩვენს ნავს მახედ გებული ბრაგა,
გზას კი დაბურავს სენი, უთვისტომობის ბანდი,
ასე შეგვრჩება ძმაო, სირცხვილის მეტი რაღა?
მერე კი მოგვკლავს, ჯიმა, ძმრად დაბერების დარდი.

და ამის შემდეგ, ზეცით, ჩვენი წინაპრის ჟინი
მეტყვის, რომ ძაღლის ადგილს ვერ დააკავებს ცა და
თავჩაქინდრული ლანდი, ბოთლში ნამწყვდევი ჯინი
ნაბიჯს გადავდგამ უკან და მერე წავალ... სად და,

იქ, სად მელიებს სოროდ გამოუთხრიათ ბელტი,
გადავსახლდები მათთან, უფრო სირცხვილის სხვენში.
მე დავასრულე თხრობა, სხვა რაღა გითხრა მეტი?
ნუ დავუშვებთ, რომ ამათ შემოაღწიონ ჩვენში.
კომენტარები (0)