ყველა ეპოქას მეფე ყავს თავისი


უაზრო ჩემება, ჩემების მიერი სავალო ბეგარა:
„ერთი და სხვა ვერვინ!“–წამერთვა უკლებლივ სიცოცხლის ხალისი.
„უცვლელი მეფეო!“– ნუ იტყვი ნურასდროს, ოღონდაც ეგ არა,
ცხოვრება გრძელდება და ყველა ეპოქას მეფე ყავს თავისი.
სამყარო ცვლილებებს ყოველთვის ქომაგობს. არშიად არტყია–
„ერთს შეცვლის მეორე!“–პრინციპი ჭაღარას შეიტყობს არასდროს.
თუ მოკვდა არწივი, შემცვლელი არწივის მისივე ბარტყია,
ესაა პრინციპი და ჩემი არსება „უცვლელთა“ ღალატს მტრობს!
სასრულში სრულდება ყოველი ნაბიჯი. უგნურთა კრებაა–
„ერთია მეფე და ბრძოლასაც უმისოდ არა აქვს ხალისი!“...
ასეთი განგაში სიმართლის მტრობა და გონების კლებაა,
ცხოვრება გრძელდება და ყველა ეპოქას მეფე ყავს თავისი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი