0 81

ცხოვრება არავის პატიობს..


სად ეძებ დიდებას, სად ელი ქებას და სად მარხავ სტატირებს?!
აქ ხშირი სტუმარი, დიდების მაგიერ, ფურთხი და ნერწყვია,
რა მიწა გაგაძღობს? ხომ ხედავ ეპოქა მიღმეთსაც ატირებს,
არ ესმის სიწმინდე, არ აზრობს საერთოდ, უვადოდ ბერწია.
რა წუწუნს მიპრავებ, არ გახსოვს? წარსულში დერეფანს სარჟავდი!
ახლა ამ დერეფანს შენ თვითონ გადიხარ და სხვაგან უნდება
შენს აწმყოს ბერება. ვაი, რომ ლალუკი ნეხვივით დაჟამდი
და სწუხხარ ბებერი. დრო-ჟამის სიყალბე უკან არ ბრუნდება.
ხვდები, რომ ვერც აწმყოს, ვერც წარსულს მომავლით ვერაფერს ვერ შველი,
ტკივილი დიდია, ზღვა მოგონებები მინაზე ბასრია,
ვაი, რომ ცხოვრებას ასეთი ლაჩარი მისხალ არ შეშვენი,
მაგ შენი ნაკვალი სიმცირით მიწეთი ღვთაებას დასვრია.
რად გინდა დიდება, რა ჭირად გარგია ამდენი სტატირი?!
ხომ ხედავ დამდაბლდი, დამბლა და კანკალი ერთობით გაგიჟებს,
მოეშვი მაგ წუწუნს, მოეშვი მაგ ოხვრას, ეს დედა ნატირი
ცხოვრება არავის არასდროს პატიობს დამშეულ ნაბიჯებს.
კომენტარები (0)