არ ღირდა

მდგომარეობა ქაოსური უფრო ამძაფრებს
არ დალაგებულ აზროვნებას დასაბამით და
ნაობლარ დროში, უთვისტომო, ვითვლი ამ ძაღლებს,
რომელთა მრუში დაბადება ქვეყნად არ ღირდა.

რომლებიც სიკვდილს გაურბიან, ბოლო პაემანს,
ის კი, ცხოვრების ჰიმნოგრაფი ღალღა-ლაინა
ცდილობს წლებს შორის უმნიშვნელო ტირის გავლებას,
იმ ტირის, შიშმა განცდებით რომ აღაცნაირა.

მე, მიმწუხრეთის ეკიპაჟის რჩეულ ნარცისებს
მევახშეთაგან ნასესხები დასაბამიდან
ვიცილებ, რადგან ეს ქაოსი ნებას ასხვისებს
და ვფიქრობ, მათი დაბადება ქვეყნად არ ღირდა.