0 85

ჩანაწერი


ნერვების მომშლელია ყველაფერი...
ამათი ზედამხედველი დედა ვატირე!
რაც გინდა ქენი, ლაფში ხარ ყელამდე,
აი, ამას ქვია ნამდვილი სატირა.
მედიდური გაჯგიმულობის შედევრები
დააბიჯებენ სისხლით სიგიჟემდე ნარწყავ
მიწას. ამ აყლაყუდებთან შედარება
არ ღირს იმ ბუმბერაზების. ამათ ნარწყევ
სიბოროტეს ბოღმა გაუტაცია და ქმრობს.
ოხ რა საშინელებაა კაცი დოყლაპია,
სულ რომ დაქვეითებია ინტელექტი,
ეს გაქვავებული სილიბისტროები
ჯიპიანი კრეტინიზმის ეპოქიდან,
როგორ გაუვსია ქუჩის ვიწრობები
ამათ ახირებას. წადი ეპოტინე
იმ შენი გამზრდელის აზროვნებას
აღზრდანაკლულო უზნეობავ!
მიწა სულ შენია, აზომე და
ფეხქვეშ გაიგებე მონა აზნაურო,
მხოლოდ ყბედობაა შენი მოქნილობა,
ფანატიზმი და ფარისევლობაა შენი მორჩილი,
არავინ ჭაჭანებს შენს ახლოს გულახდილი,
ჩამოშლილი ხარ და საფუძველ მოშლილი!
ოხ ეს არამზადა უგემოვნობა.
თავი ვინ გგონია?
ფულს ჩამონაგლეჯი სული გაქვს!
შენისთანები ცხოვრებამ ნახირივით გადმოდენა
ჭეშმარიტებიდან.
მსხვერპლი ამაოა, ცრუდ მიგაქვს
ა, ეგ შესაწირი, გული შეწირე!
მაგრამ უგულოა შენი აწმყო, შენი წარსული,
შენგან ნაწიხლი მომავალი გდია შენს წინვე!
რა ქვეყანა ესაა? მედიდურობენ ლაჩრები,
პირდაბჩენილების თითის წოვამ ხედვა მიღალა.
ამათი სიცოცხლე კუჭთან მარადია ვაჭრობა,
ბნელი და ნათელი სადღაა, ან რის დღე? რის ღამე?
თვითონ ადამიანია ბოროტების აკვანი,
ყოველგვარი ეპიტაფია მიღებულია.
ჩვევა
მიბაძვაა სხვისი.
ხო და მეც ვამბობ, რომ ტყუილად გაკვალა
გაუკვალავი ჩვენმა წინაპარმა.
რა ჯანდაბად უნდათ შველა
ღმერთისგან?
როცა აღმოსავლითგან ვიდრე დასავლადმდე
ჩვენი მშველელების დერეფანია გახსნილი.
ესენი ჭკუისმასწავლებლობენ და გვარიგებენ,
ამათი არამზადა დედა ვატირე!
ჯოჯოხეთურია მათი გარიგება!
აი, ეს არის ნამდვილი სატირა...
კომენტარები (0)