ისეც არ არის, იყოს სხვაგვარად ..

ისეც არ არის, იყოს სხვაგვარად
და არც სხვაგვარი ვიცი ამგვარი,
ვდგავარ გონების გადასახარად
და უცაბედად, თუ მოვაგვარე

უცაბედიდან უცბად მდინარი,
მაშინ ვიტყვი, რომ დამისერია
გონში სრულებით გამომდინარე
მისხალი სიბრძნე და მისტერია.

ვაგროვებ გროვით დაგორგლილ გორგალთ
და სიამაყით ვაყუჩებ ტკივილს,
როცა იცინით, ძრწით, შიშით ბორგავთ,
ანდაც მოიწევთ ჩემსკენ ყვირილით,

მე მაშინ ვიშენ ხელებს და სხვაგვარ
ამგვარობაში ვგვანობ იმგვარებს,
ვიწონი ცხელ და გასროლილ ცხრა გრამს
და ყოველ გრამზე გრამით ვიგვარებ.