გადმოწერა: PDF

ანდაც რას ვფიქრობ, დღეს ფიქრია ტოლფასი კვდომის ..

ანდაც რას ვფიქრობ, დღეს ფიქრია ტოლფასი კვდომის,
დღეს სუიციდის მუშტარია ფიქრებთან დგომა,
რადგანაც ჩემი ცისარტყელა ბავშვობას ტოვებს
და იქ სახლდება, სადაც არის კაცობის ბროლვა,

ანუ უკაცო პატრონაჟი კაცთაგან სწორედ,
„სწერვა“ ქალების მსგავსი სიტყვის მფლობელთა რკალი.
რა გამახარებს, ბავშვობიდან მოტანილს ვტოვებ
და ვფიქრობ, რაა კაცისათვის მზრუნველი ქმარი,

მზრუნველი ვამბობ, რადგან ზრუნვა დღეს არის ხორცის
შემოსვა, ძღომა, დარწყულება და ასე შემდეგ.
ანომალია ნორმალური მოვლენა, ვგონებ,
გონიერებში ვერ იქნება ვერასდროს. შემდგეს,

თუ უნდა მთელი დედამიწა თავისი მწყემსით
მხრებზე, მე მაინც ვიტყვი, ვზიდავ ჩემს სათქმელს ერში,
სულ არ მადარდებს ვინ რით, როგორ, რა ფორმით მეტყვის,
რომ კაცთმოძულე სულის ვარ და აზრით ვარ ბნელში.

ჩემი მე ვიცი და თუ ვინმე ერკვევა უკეთ
ჩემი გულის და სულის შიგნით რაც დევს და იწვის,
მაშ პრეტენზია ყოვლისმცოდნის ჰქონია უკვე
და თავი დიდი ვინმე... მე კი ვამბობ, რომ ბრიყვის

ფიქრია ეგ და ვადასტურებ, არ მძულს, თუ რაღაც
არ მომწონს, ჰოდა კაცთმოძულის ნუ მომცემთ სახელს,
გიწუნებთ სივრცეს და ამ სივრცით დამშეულ მადას,
მადას, რომელიც თქვენი თავით თავისით გამხელთ.