0 142

ახლაღა ვფიქრობ შენზე ისე, როგორც წესია ..


ახლაღა ვფიქრობ შენზე ისე, როგორც წესია,
ახლაღა ვხვდები, თუ რა ძვირი მიჯდება ფიქრი,
ახლა რაღა დროს ტანჯვაა, ან რა დეპრესია
მიშველის? ვინმემ დროის შეძლოს უკუსვლა იქნებ.

და როგორც გვამი, ან პედანტი, დავდივარ შენში,
დავდივარ შეშლილ სივრცეებით და ღამეს ვეძებ,
რომ ამ სივრცეთა ვერ გადავლით გიჟსა და შეშლილს,
გულგადახსნილი ირონია, ან სულის ვერძი

შემომაგებოს ავბედობამ, რომ ყოვლად მანკი
კაცი, სიცოცხლეს შემოვაცვდე და შენში ვპოვო
განსასვენები. მე მივეცი სიცოცხლეს ხარკი,
მივეცი ფლორა და ფაუნა და კიდევ პრომო

სიცოცხლე, ანუ სუიციდი. და ვყიდი სურვილს,
ანდაც ვცვლი, ოღონდ სხვა სურვილში, ბერწი და ლალვა,
წესია ასე, მოვლას უნდა ვეცადო სულის,
თორემ უშენოდ სიკვდილია სულში და გვალვა.
კომენტარები (0)