0 116

თუ რამის მჯერა ..


თუ რამის მჯერა, ან თუ რამის მაქვს დღეს იმედი,
ეს არის სწორედ შენი სულის სიღრმით ანთება,
ვარ მადლობელი, რომ მყავხარ და რომ მეხიდები,
ვარ მადლობელი, რომ შეძელი, ჩემო, ამდენად

აგეტანე და გაგეტანე სოფლის შარაზე,
იწყება ჩემში, რაც სრულდება შენში არასდროს,
ვამბობ არასდროს, რადგან არის ქვეყნად სანამ მზე,
შევძლებ ღიმილი ვიჩვიო და გაგიხალასდე,

ანუ სიმძაფრეს უსუსურთას მეტრით გავასწრო
და ავიხორგო ხორცზე მაღლა, ვიდრე ბალახზე,
თუნდ ფეხშიშველმა ვირბინო და ნერვი დავაზრო,
წლულს შევეჩვიო გულიანად. გულის მიერო,

ვარ მადლობელი, რომ შეძელი ჩემთვის ამდენი
და მაპატიე, რომ ამდენად ვარ მიწიერი
და მაინ გჯერა ჩემი ჩემდა საბედნიეროდ.
კომენტარები (0)