სიცივე


წვიმამ ჩამორეცხა ნამუსი თბილისს და მტკვარს გაატანა...
ქალაქი გარინდული დამახვედრა დილამ.
არ ვიცი რა ვთქვა. 
ყველაფერი წყალსაც წაუღია, თუკი სიტყვაა მძიმე!
არაფერია იმაზე საშინელი, როცა ძაღლები გღალატობენ.
,,ერთგულება გაბოზდა და იმრუშა ღალატთან...“
მახსენდება მეგობარი, ძმა, თანამესულე.
ჩემი ძმები ყველაზე დიდი ღირებულებაა, რაც გამაჩნია.
გუშინ კახპის წინ მტირალი ჯიპიანი ვნახე, რომელსაც ღიპდამახინჯებული იერი შესხეულებოდა.
არაფერი მაქვს კახპების საწინააღმდეგო, უბრალოდ პატიოსან კახპებს გავურბივარ.
დღე გიჟია, ღამე სატირა.
გხედავ უსამართლობავ და შენს თვალებს ვეძებ, რომ შიგ ჩაგაფურთხო.
ამიერიდან გლოვაა ჩემი მტერი, სევდაა ჩემი ლევკემია, ნაღველი კი, ამომაჭრას ვინმემ, სანამ დავთვერი და წყევლას მივახიე.
ცდა ბედის მონახევრე სანამაა, მანამ არ ღირს არაფრად.
არ შემატოვეს წარსული, არ დამითმეს აწმყო და მომავალს მპირდებიან.
ვიცინი.
სიცილის დედა ვატირე, სახეს მინაოჭებს.
სიბერე მინდა, ტკბილი სიბერე, მაგრამ ოცნებასაც კაცი მოუკლავს.
მარტივია ცხოვრება, ჩვენ ვართულებთ, ჩვენ ვებრძვით თავს და ვანადგურებთ.
ღამეა.
ცამ დახურა თბილისი.
ქალაქი იძინებს.
მე კი, ვდგავარ თაბორზე და ვდარაჯობ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი