თვითმკვლელის წერილი


დედა მაპატიე ეს წერილი,
ბევრი მაპატიე რადგან საქმე,
ბოლო აზრითაა დაწერილი,
აზრით, ვერსად რომ ვერ დავასაქმე.

ახლა მოღრუბლული სიკდილი ვარ,
უშნოდ ნაცხოვრები, არაკაცი,
მარად გამომავლი სიყმილიდან, 
ბევრჯერ მიწას გრძნობით დანანარცხი.

ჭირმა სიხარული ამიფეტვა
და თქმაც აღარ მინდა დანარჩენის,
შენი ამიტირდა გულისფეთქვა,
ცრემლი მომერია მამაჩემის.

სახტად დარჩენილი ლოდინი ვარ,
უფრთო ანგელოზის დანარცხება,
გზები ნარ-ეკალით მობიბინდა
და გზად ჩემი გვამი დამარცხდება

აღარ ვეამები დედამიწას,
ზეცის აღარა ვარ მოქალაქე,
მე, არც მინდორ-ველი ოფლით მირწყავს
და არც რჯულის ვიყავ მოქადგე,

მე, არც შვილი მყავს და არ მყავს ცოლი,
მარტოდ დარჩენილი მარტოობა,
მხოლოდ საფლავში ვარ დასაწოლი,
მატლებს მიეცემათ ბატონობა,

რათა შემღრღნან, გამაძვალიანონ,
ჩუმიც არ დატოვონ საფიცარი,
ჩემი მტვერიც სადღაც ანიავონ, 
სარკოფაგში ტოვონ სხვა ფიცარი,

სხვისი მომაქვავონ თან წარწერა,
არც კი, მომიგონოს ძმა-ბიჭებმა,
ამ ტკივილმა, როგორ დამამწერა,
როგორ მაქვესკნელა ნაბიჯებმა?

ვტირი დანატოვარს, რომ ვუყურებ-
ერთი ბოთლი, სპირტით ნაზავები.
სიგარეტის ნამწვით დავაპურე
ხედვა, ბოლო წამით ნაწამები.

ხედვა დავუმძიმე ბნელ უკუნეთს,
დავხშე სმენა მძიმე ჰარმონიით,
სული სისპეტაკეს ვერ უყურებს,
ხორცი უძლურდება აგონიით.

ღმერთი არა მწამს და არც მოვიდა,
რათა შემიჩეროს შერკინება,
არც რა მიმაქვს ჩემი არ ყოფნიდან,
მხოლოდ აზრი, რომ შენ გეტკინება,

რომ შენ დაგიობლებ უჩემობას, 
და სულს მამაჩემის ვერც კი ვნახავ,
თუმცა ვიცი მაინც, ორი დღე მაქვს,
პირველ საზვერემდე დაგინახავ,

ბოლო ჩახუტებით გეახლები,
ბოლო კოცნის სურვილს გამოვხატავ,
ვიცი, ხელგაშლილი ვერ დამხვდები,
ხელით მხოლოდ სახეს დაიფხატავ.

ისე გაგამწარებ ვერც კი გიცნობ.
უფრო ვიმტკივანებ, მე ამ თემას,
ხო და შუბლში ტყვიას წამად ვიგრძნობ
და ძილს შევუერთებ მარად თვლემას.

ახლა გამახსენდა შენი ნანა,
შენი ტკბილი ბაგის ხმოვანება,
ვერც ამ ნანამ გული დამიამა,
უნდა გაგიშავო მხცოვანება,

უნდა ვასიკვდილო შენი ფიქრი.
როგორ მეზიზღება ჩემი თავი,
ჩემი ყველა უღმრთო ჩანაფიქრი,
ყველა ნაბიჯი და კარგთან ზავი.

როგორ მატარებდი, ოდენ სუსტი,
ჯერაც ვერ დამდგარი ვიყავ ფეხად,
ახლა ზამთარი ვარ დანასუსხი,
ჯურღმულს მიმავალი დასამეხად.

დედა, მაპატიე, უგუნური
პირმშო ბოროტებით შერყვნილი ვარ,
მარად შენი ცრემლი უბედური,
აქაც ნაცეცხლარი ცეცხლში მივალ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი