არ მკითხო

ვიცი, რომ ქარი ვერ შეცვლის რხევით, 
ვერც ცეცხლი დაშრეტს ვესტალთა ამბორს... 
ამ ლექსს გიგზავნი მინერვას ხელით 
და ლექსი სათქმელს საჩემოს ამბობს,
რომ მშვენიერი სიცოცხლის მზე ხარ 
და ოკულტური სამარხის ყორღანს 
გადაეწერე- თუ, როგორ შეხარ 
გული სასრულში, რომელიც მოყავს
შენამდე აზრთა იდეურ პანტომს...
ათოვა წეღან ამინდმა ტალკი. 
და ასე მტკივანს, დაღლილს და მარტოს 
მჭირდება შენი სუნთქვა და რაკი
არქაულ დილას მითენებ მზერით, 
ანუ წვიმებად მოსული მარტობ, 
მსურს დავიმარხო მე, შენი ხელით 
ოღონდ არ მკითხო- რისთვის, ან რატომ...