0 51

მცნებაა სხვადასხვა


შენ ამბობ,რომ ქართველი შენთვის მხოლოდ ისაა,
ვინც ქრისტესთან მყოფობს და დანარჩენი მტრისაა...

მე მინახავს მუსლიმი, საქართველოს დამცველი,
ქრისტიანიც მინახავს, საქართველოს ჯვარმცმელი.

არ მიწყინო ძმაო და ქართველობა ხორცია.
ქრისტე? ქრისტე ღმერთია, სულის სხვა ემოცია...

შენ რაც გინდა ისა თქვი, სიმართლე კი ასეა,
ამ გამოთქმის წყალობით ერი ღვარძლით სავსეა!

გაირიყა სხვა რწმენის მრწამსის მქონე ქართველი,
გახმა ვაზი ძამიკო. რის ვენახი? რა რთველი?!

გული მტკივა, სხვა არა არ მქონია მიზანი,
მე აღარ მსურს ქართველი ქართველისგან ხიზანი!!!

სიყვარული მოყვასის ქრისტიანის ვალია,
დღეს ის სხვაგვარ იქცევა და ამ ფრაზის ბრალია!

ჭეშმარიტი ნათელი ქრისტემ სანამ მოგვფინა,
გამოდის, რომ სხვა ჯიშის ქართველობა ყოფილა.

სული სრულად უერო, უმიწაო არსია,
გვამი ეროვნულია. სხვა აზრი აქ ფარსია.

ამ ორს, როცა იხილავ სხვა კონტექსტში ვინცა ხარ,
მართლა გულით ვამბობ და ქართველობას ვფიცავარ,

უკუღმართი აზრი გაქვს, სხვა აქ რაა პასუხი?
აგვისტოში დაღუპულ ორ მუსლიმანს თავს ვუხრი,

მაშინ, როცა მრავალი მონათლული გარბოდა...
საქართველოს დაცვისთვის მათმა გულმა არ ბოდა

ათასგვარი სიყალბით სიმხდალესთან შერევა.
შენ სხვადასხვა მცნებები ერთმანეთში გერევა...

და მეც ერთი ქრისტესი, მოდგმით მარად ქართველი,
არავისგან მართული, არც არავის მმართველი,

გევედრები, თუ გინდა გამოფხიზლდეს ეს ერი,
მოაცილე ერთობას ღვარძლიანი მესერი.

ნუღარ ხლიჩავ, ისედაც ნაწილებად ნამყოფებს,
სიყვარულის საზრისი უფრო ერთად გვამყოფებს,

ვიდრე ქიშპი და რაღაც უხარისხო ფრაზები,
სიმართლეა ეს ძმაო და ნუ გამიბრაზდები.

მალე გავა ცხოვრება, გვამს დანაცრავს დროება
და რად გვინდა, მითხარი, ასე გათითოება?

ნუ დამწამებ ცილს, თითქოს მუსლიმი, ან მოლა ვარ,
ღმერთმა მომცა სამშობლო და ამ მცნების მონა ვარ..
კომენტარები (0)