0 211

არაფერი


დღე ჩავნაცრე და ახლა მწუხრი მასაღამოვებს.
მწუხრი-აზმნობა, სიკვდილის და შიშის ზვარაკი...
წამო და ისევ ჩვენ მივხედოთ სასაფლაოებს,
სადაც დაგვმარხავს უგუნურთა სიტყვის მარაგი
და ცეცხლისფერი მოგონება, მათი ზრახვიდან
ჩამოათალხებს ცხვირაშვერილ, უშნო ბატონებს.
გული მტკივა და მოსვენება ისევ არ მინდა,
გრძნობა მთელია და სიწმინდე მარტოს არ მტოვებს.
შორი მანძილი... მერე წვიმა- მუნჯი არაკი...
სისხამ თრთოლვაში ამოეწოთ პური თავადებს...
რა ბედენაა ჩემო ძმაო ეგ ლაპარაკი?
მე, თუ ვსაუბრობ, მხოლოდ განცდა მალაპარაკებს.
ახლა მოვდივარ ჩემი ფიქრის სასაფლაოდან,
სადაც დრო-სივრცის უსხეულო გასაყარია,
ღამეა, მე კი, ვიბადები სხვა საღამოდან,
სხვა საღამოდან, სადაც უფრო მკაცრი ღამეა.
კომენტარები (0)