0 52

პარალელი


ბური დაეფერდა მწვერვალს,
ყორანა ღრუბელს მოაგორებს ქარი,
ზეცას დაეხურა პირი,
დაეხუჭა თვალი.

არ არის მზისფერი სიმშვიდე,
არც მშვენიერებას მოეთოვა გარემო,
არამედ ხვატს ჭირავს წვიმების შიმშილი
ღრუბელთა გასახარებლად.
შორი კლდის ამოწვერება მაგონებს გრემს.
დგომა გაუსაძლისია რატომღაც
იქ, 
სადაც დღეების მეარღნე თვლემს
და ნისლი ადუნებს მოკლულთა კატორღას.

პარალელზე კი, არც ისე შორს
დგას ის და იღიმის,
მასთან არც წვიმს და არც ღრუბლი თოვს,
არამედ ღმერთი დგას მასთან 
და სიკვდილი
ვერ პარავს ვერც ასაკს, ვერც სახის სინაზეს,
ანუ პარალელი მისია მირაჟი.

ჩვენს შორის მანძილი ხრამს დაუხურია,
საშინელება ხეობას ასდის ოხშივარივით,
ვერაფერს ვამბობ, რადგანაც ყურეა
ყრუ 
და მრუდ დინებად, ან ცივი ხრამივით
დასერავს ჩვენს სხეულს მანძილის სიჭარბე 
და დაგვაპარელებს მაცხოვრის ჯვარივით.

ის, დგას და იღიმის. მე, ვმორცხვობ უფსკრულებრ.
ლოდინი სხვაფერობს, ცა ერთვის ბნელობებს...
ვდგავარ და შენაპირს ვერაფრით ვუსრულებ
მას,
ვისი თვალებიც ჩემია მშვენობა,
ან უფრო სიცოცხლის უფსკერო უფსკრული,
რომელიც ქრისტეში ღმერთკაცმა შეღობა.

ცა ხურავს პირს. დღე კი, იძინებს ღამეზე...
ის, მიდის. მე ვდგავარ.
ასეა, ძილს გიფრთხობს მცირედი ხარვეზი
და სუნთქვას უშენოდ აგრძელებს ქვეყანა.
კომენტარები (0)