დახუჭე თვალი..

დახუჭე თვალი,
სარკმელს დავხურავ
და მზის ჩანჩქერში
მობანავე ავტომობილი
მყუდრო ოთახს დაემსგავსება,
დაგვეხსნება შლეგი პირქარიც.
დაიძინე, სიხარულო,
ნუ გედარდება,
ხომ მითხარი,
ხომ გამაფრთხილე,
გაგაღვიძებ, როცა დრო მოვა...
კარგი, ჰო, კარგი,
ჩემი მარცხენაც
მუხლზე გედოს,
მაშინაც კი არ გამოგაცლი,
როცა შენი პაწია ხელი
დადუმდება, მოიღვენთება...
დაიძინე, უსაყვარლესო,
ეს წამები მხოლოდ ჩემია,
მონატრებულს,
უნიღბოს და
გულს დანდობილს
მინდა გიცქირო...