არ მინდა ..


არ მინდა რამე გავიგონო დღეს სამწუხარო,
მოწმენდილია, თვალნათელი, დილა უქარო...
გამოჩნდა ისევ დამარხული ცაში მწვერვალი,
არც მოიხედავს, ისე წავა წელს თებერვალი.
წკარუნობს თუმცა ჩუმი ყინვის სადღაც ლითონი,
არ წამოსცდება მზეს მომავალს სიტყვა ლიტონი...
დანატრებულის, დანასიზმრის და შემდგომ ყოვლის,
უძვირფასესო, ჩემს თვალებში იცინის თოვლი...
და თუ ამ თოვლქვეშ ფეთქავს ჩვილი გული ენძელის,
ვის რა ხელი აქვს ცხოვრებასთან, – მე რომ შევძელი?!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი