0 678

აისი


თენდება. თითქო უხილავს მირჩა
ბორცვებზე სუსტი შუქი იელის...
ჩემი ქალაქი — კრაზანის ფიჭა, —
ვაგლახად ფშუტე და ცარიელი,

იღვიძებს მძიმედ, მთვლემარე მთიდან
(ვით მადათოვის ერთხელ კუნძული!),
თითქო გამქრალა სავანე წმინდა
და მგლოვიარე ქალი უძლური...

თვალსაწიერთან გაკრთება წამით
შორი მწვერვალის თეთრი საყელო...
ისე მარტო ვარ, ვით მორგში გვამი —
უჭირისუფლო და უსახელო.
კომენტარები (0)