გამოთხოვება
მიდის დაუვიწყარი, ასპიტივით გრძნეული, მიდის — ჩემი ჭიპლარი ხელზე აქვს დახვეული, მიაქვს სიო ბავშვობის, სიყმაწვილის პირქარი, მიდის — ჩემი ცხოვრების მიჯნური უტიფარი... ვიცი, ზოგი ჭრილობა რომ არ უნდა შეხორცდეს... უკანმოუხედავად მიდის ჩემი მეოცე!
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი