კარლო კაჭარავა

პოეტი, მხატვარი

კარლო კარლოს ძე კაჭარავა დაიბადა 1964 წლის 7 თებერვალს. 1981 წელს კარლომ დაამთავრა თბილისის #1 რესპუბლიკური ექსპერიმენტული სკოლა. ბავშვობიდანვე ხატავდა და წერდა ლექსებს. 1986 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.

1986 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. ის მოხვდა არხანგელსკის ოლქში, მაშინდელი საბჭოური კანონებით გასაიდუმლიებულ და ჩაკეტილ სამხედრო ქალაქ მირნში.

მიუხედავად ჯარიდან (სამხედრო სამსახური) ადრე გათავისუფლებისა, რაც მოხერხდა კარლოს დედის და ბიძების საგანგებო ძალისხმევის შედეგად, ციმბირის კლიმატმა და უმკაცრესმა სანხედრო რეჟიმმა განსაკუთრებული ზეგავლენა იქონია ახალგაზრდა შემოქმედზე. ამ პერიოდში შეიქმნა კარლოს პოეზიის ისეთი თემები, როგორიცაა: “მგზავრობის ანგელოზი”, “ცხოვრების მასწავლებელი ახლებენინოში”, “განწირულნი და მართალნი”, “საბჭოური ეროტიკა” და “დოკუმენტური ფილმი”.

1987 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე 1994 წლამდე კარლო მუშაობდა გ. ჩუბინიშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი