შენი კაპიტანი..


შენი კაპიტანი წყალქვეშა ნავში წვეულებებს მართავს. 
ბავშვები თამაშობენ დეტექტივს წყალმცენარეთა ბაღთან. 
წყალქვეშ მოგზაურთა სევდა საშენო წერილებს 
არ ჰგავს. 
მივიწყებული კაპიტანი იღიმება მისაღების თაღთან. 
ღამით სერაფიმულ იერს ჰგავს შენი საწოლიც, 
ფალოსს მიმსგავსებული ნავი წყნარად მოიწევს შენში, 
თავს ვერ იმართლებ მთვარეთა შორის 
მასთან არწოლით. 
ყველაზე ღარიბი ცირკის მოსაწვევი გიჭირავს ხელში...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი