დიაგნოზი


ცრუა დიაგნოზი ჩემი ავადობის.
უბრალოდ, ჩუმად ვარ...
კანგაცლილ ზეცაზე ვწევარ და აბებად-
ვიზოგავ ამინდებს.
საწვიმარმოსხმული ჩამოდგა მარტი და
ცარიელ ბაქანთან-
უხერხულ შეკითხვებს ქარი უხერხული
მანერით არიდებს
თავს
და როგორც ლექსში მატულობს რიტმი და
წვიმების სტო-კატო.
ღრუბლების ნიჟარა სავსეა ჩემით და
ცხოვრების ფრაგმენტებს-
საღამომ- უფერო კოლაჟის შიშველი
გრაფიკა მოარგო
ნამწვი- უშენობა.
კიდეზე- გაფანტულ ეპიზოდს-
(ვაფერფლებ)...
რვიან შემოხაზულ ყვავილის კალენდარს
სველი აქვს ჯერ კიდევ
მელნით თითები და დაზოლილ ზეწარზე
მე ვწვები ამინდად-
გაუჩნდათ წელკავი ფიქრებს ხელჯოხით და
მორყეულ საკიდზე
ვკიდებ უშენობას
და ეს დიაგნოზი
ცრუა
და
და ქარტიებს-
წვიმით ჩამორეცხილ მაკიაჟს ვუახლებ,
უბრალოდ მიზეზებს
ვეძებთ და ვპოულობთ,
ვკარგავთ და ისევე...
და მარტის სტო-კატო-
სეზონის არეულ სუნთქვაში დაკარგულ
თავს როცა იზოგავს
არ მინდა აბები,
კანგაცლილ ზეცაზე მოდი
და მიშველე...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი