ხვალ ..


“ხვალ”- შეიძლება აღარ დადგეს.
სწორედ ამიტომ, დღეს მინდა მითხრა
უჩემობაში გაბრუნებულ სიტყვას რამდენჯერ,
ვერ მოუძებნე სველ თვალებში თავშესაფარი.
კვლავ ძველებურად საუბრობენ აქ ამინდებზე
და ძველებურად კვლავ სიცოცლეს არ გვპატიობენ,
მანამ ქანქარას სამუდამოდ არ ჩაახშობს
ხმით ნატირალი.
კაცობრიობა, ეს ვისაც სძინავს,
მუდმივად სძინავს
დადის და სძინავს
უყვარს და სძინავს
კლავს და ისევე...
ამ ქვიშის დღეებს, როგორც მზეზე გამომწვარ სიტყვებს
ამტვერებს ქარში
საათზე კი, 
დრო არ იცვლება.
საქანელაზე ქანაობენ ბავშვები ისევ.
მუხლისთავებზე საფენივით ატყვიათ – დედა.
ისევ იმგვარად შეუძლიათ დღეებს გაპარვა
და შედედება.
“ხვალ”- შეიძლება აღარ დადგეს.
სწორედ ამიტომ, დღეს მინდა გითხრა:
ყველა მიზეზი, რის გამოც ეს უჩემო ყოფა,
ყველა მიზეზი რის გამოც, ეს მოდება ხავსის
სიტყვაზე, როგორც გადაქცევა მდინარის გასწვრივ
ბებერი მუხის
_ არაფერს ამბობს. 
დამარცხებული დროშასავით ფრიალებს კაბა.
საქანელაზე ქანაობენ ბავშვები ისევ.
კაცობრიობა, ეს ვისაც სძინავს,
მუდმივად სძინავს
დადის და სძინავს
უყვარს და სძინავს
კლავს და ისევე...
ამ ქვიშის დღეებს, როგორც მზეზე გამომწვარ სიტყვებს
ამტვერებს ქარში
საათზე კი, 
დრო იცვითება.


უდაბნოს მტვერში, მგზავრი ვინმე თუკი შემოგხვდეს
წყალს რომ გაუწვდი,
“ხვალ”- შეიძლება ისევ დადგეს
_ ოღონდ.უჩემოდ.
მოსალოდნელ
და ბრუნებამდე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი