0 75

ლეპრა


ისევ ავად ვარ,
არ შემეხო ინფიცირებულს!
გადამდებია
ჩემი სენი, შიდსზე სასტიკი.
მე ვეღარ ვსუნთქავ,
ამომივსო მტვერმა ფილტვები,
სიცარიელე აორტაში სისხლად დედდება.
ამ დიდი ქალაქში
სიზმრებიც კი დოგმატურია,
მზე, გროტესკური,
აღარ დგება სარკოფაგიდან...
აქ მონატრება უგულოა ინფანტასავით,
(მწვანე კაბებით ხომ ხატავდა მათ ველასკესი).
ბროწეულები არ კივიან წითლად ბაღებში,
აქ ყველაფერი ამაოა და ხელოვნური.
ისევ მაოცებს ეგ თვალები,
სიყალბით სავსე…
როცა მანათებ სიყვარულის განთიადივით.
ინფიცირებულს ნუ მეხვევი,
გადაგედება!
ავადმყოფობა ჩემი კეთრზე შემზარავია.
კალიბანივით აორთქლდება ჩემი იერი
ყველა სარკეში,
სადაც სხვები თმას ისწორებენ.
გადაგედები!
არ მაკოცო
ინფიცირებულს ერთფეროვნებით და სიცოცხლის სიცარიელით...
ამ დიდ ქალაქში დაბადებაც ხელოვნურია...
კომენტარები (0)