Substitutio

ჩემი ქარები შენს ცივ ქალაქს ისე უხდება,
ლამის მოვგლიჯო თმის ღერები
და მაგ მხარეში გამოვუშვა შობის წინა დღეს.
ისევ გაღვიძებს ალბათ დილით ჩაიდნის ყრუ ხმა...
ორთქლით გავსებულ ძველ ოთახში
ყოველი ნივთი ერთნაირია და ერთი ფერის...
და ერთნაირად ვუყურებთ ალბათ საათს მე და შენ...
ერთ დროს აჩვენებს…
კენტი ციფრები დაავადდნენ ფსიქოპატიით…
ჩემი ფარული ინტიმური ილუზიები
ისე უხდება კაბის ფერზე შენს პერვერს გოგოს,
ლამის მოვიჭრა ყველა თითი
და ვუწილადო შობის წინა დღეს.
იქნებ ამ ღამით მაინც იყოს
მისი სხეულის ტემპერატურა
წინა ღამისგან განსხვავებული
მსგავსი ნივთებით გადაჭედილ
ხის ძველ ოთახში...