ავზნიანი ქალაქი


მე ხშირათ მიყვარს ეს ქალაქი მრუში და მყრალი;
ატალახებულ ქუჩებს მივჰყვები, ვუცქერ უკბილოთ                                                                            დაღრეჟილი სახლებს.
ხარბათ დავეძებ მახინჯ სახეებ,
მკლავებში მახრჩობს მე ვიწრო კვალი ავზნიანი და 
                                               ცოდვებით მთვრალი.

ავათმყოფ სახლებს, ათაშანგით პირდაჭმულ ქუჩებს,
აკმევებს სურნელს სამიკიტნო ღვინით ხაშით,
გიჟდება ღამე ართნის რწყევით,ზურნით და ტაშით,
და ცა ლოტბარი შავათ მორთული, ქურდებს და
                                მკვლელებს გამოსვლას ურჩევს.

ბნელ სახლებიდან გამორბიან ჭითლათ ქალები,
როგორც რომ ჯარი დამარცხებული, მათხოვართ
                                      ხროვა ბრუნდება სახლში.
ჯამბაზობს ვნება ავათმყოფ ხალხში,
აქცევენ ბალღამს ქვაფენილებზე ქუჩის მნათობთა
                                                   თეთრი თვალები.

და მეც ქალაქში დავსეირნობ გიჟთა მხედარი.
ჩემს წინ ქვშერდომთ გაუმართავთ შავი პარადი.
ჩემი ტკივილი შეიქნება აწი მარადი
და იარები ყველასათვის შესახედარი.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი