აპოლოგია რუსთაველისა (11)


არაბებმა შეასრულეს უდიდესი როლი ევროპის კულტრის წინწაწევის ისტორიაში, მათი მეშვეობით შემოვიდა ევროპის კონტინენტზე ანტიური ფილოსოფიისა და კულტურის ძეგლების თარგმანები.
ცნობილია, გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე არაბთა სწავლულები ჰოჰენშტაუფენების პალერმოელ სასახლეში ფეხს მოიკიდებენ, არაბთა კულტურის ზეგავლენანი საქართველოს და სომხეთის კულტურის ცენტრებს მისწვდებოდნენ უთუოდ.
საქართველოში ქრისტიანული კულტურის ასკეტიურ გამოვლინებას ბუნებრივად უპირდაპირდება ირანული კულტურის ზეგავლენა ხელოვნებაში.
თუ იტალიურ ფერწერაში ჯიოტომ გაბედა ხელოვნებაში არაბუნებრივი სქოლასტიციზმის უარყოფა, რამდენი უსახელო ოსტატი მოეპოვება საქართველოს ფრესკის მხატვრობას, რომელიც ჯიოტოზე ადრე გვიხატავდნენ რენესანსული სულით გაცოცხლებულ ფრესკებს, ნაციონალური ტემპერამენტით დახატულ მადონებსა და წმინდანების ფიგურებს.
პოეზიაში რუსთაველმა აიყვანა და მისი ვნებები უმაღლეს ხარისხამდის.
რენესსანსისა და ჰუმანიზმის პროგრამული მოტივი იყო ადამიანის პიროვნების ამაღლება “ვირტუს“ _ სიქველის ხარისხამდის.
რუსთაველის მთელი პოემის მანძილზე გვესმის მოწოდება სიქველისადმი და ეს “ვირტუს“ მას ესმოდა, როგორც სიქველე, გმირობა და სახელის მოხვეჭა, მეგობრობისა და ქალისადმი პატივისცემის კულტი.
კოლა და_რიენცოს ამბოხი მიმართული იყო თავისუფალი რესპუბლიკის აღდგენისაკენ.
ადამიანისა და ადამიანთა კოლექტივის თავისუფლებას უმღეროდა რენესსანსის პოეზია. ამ კონტექსტში რუსთაველის “ათავისუფლე მონები“ დიახაც ეხმაურება კოლა და_რიენცოს `თავისუფლებათა აღორძინების ლოზუნგს.

წყარო: burusi.wordpress.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი