აპოლოგია რუსთაველისა (13)


სავსებით დამოუკიდებელი პოზიცია უჭირავს რუსთაველს კოსმოგონიის საკითხებშიაც. ამ მხრივ იგი კარდინალურად განსხვავდება როგორც ანტიური, ისე დასავლეთური პოეტების მსოფლშეგძნებისაგან.
მისი გმირები ჰომეროსის გმირების დარად დეეფიცირებულნი, გაღმერთებულნი როდი არიან, არამედ თხემიდან ტერფამდე ადამიანური ვნებებით აღჭურვილნი.
ოდისევი, ენეა და დანტეს პოემის გმირები ღვთაებისაგან დამოუკიდებელ არსებობას მოკლებულნი არიან, ღვთაება ერევა ამ გმირების ბედისწერაში. აქ უმთავრესია თავისუფლება ნებისა.
როგორც ჰომეროსის მშვენიერი ელენე, ისე აქილევი ნესტანისა და ტარიელის დარად ქორწინობენ კიდევაც, მაგრამ ელენე “ღვათაებასთან წილნაყარია“. იგი მითის მიხედვით მდედრობითი სქესის ღვთაებაა, რომლის სიმბოლოდ მთვარე იყო მიჩნეული ცაზე. ჰომეროსი თავის “ოდისეაში“ თვით მეღორესაც “ღვთაებრივს“ უწოდებს.
ბეატრიჩეც დეფიცირებულია დანტეს კოსმოგონიით, ზეციურ სამყაროებში ბეატრიჩე წარმოდგენილია, როგორც ასტრალური არსება, ან ღვთაების თანაზიარი.

წყარო: burusi.wordpress.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი