არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი ასე რამ შემაყვარა.

მოკვდა თუ არა,ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.

ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება,ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.

ქართული ზეცა,ქათული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი,ასე რამ შემაყვარა.