რუსთველის პროსპექტზე სიარული..


რუსთველის პროსპექტზე სიარული
ნუ მომიშალოს ღმერთმა,
ვიყო მუდამ ასე მხიარული,
ქართველი პოეტი მერქვას.

პურის ნატეხი და ერთი ლიტრი ღვინო
სიმდიდრედ ჩამითვალეთ,
თუ მეტი ვინატრო ან ეს ვითაკილო, _
ვერ ვნახო სამოთხის მთვარე...

მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს
ქაშვეთის შემოხედვამ _
რუსთველის პროსპექტზე ხეტიალი
ნუ მომიშალოს ღმერთმა!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი