ლელა სამნიაშვილი - პოეტი

ლელა სამნიაშვილი - ფოტო

დაიბადა 1977 წლის 17 მარტს. 1999 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტი, ხოლო 2001 წელს სინქრონული თარგმანის განყოფილება. 2007 წელს მიიღო უმაღლესი განათლების ფილოსოფიის მაგისტრის წოდება ოსლოს უნივერსიტეტში.
 
ლელა სამნიაშვილის პოეტური კრებულები სხვადასხვა ლიტერატურული პრემიის ნომინანტი და გამარჯვებულია. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, ნიდერლანდურ, იტალიურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.
 
პოეტური კრებულები: ფოტო-აბები (მერანი, 2000), გველის წელიწადი (კავკასიური სახლი, 2004), მუდმივი ტატუ (სიესტა, 2006), ფრაქტალები (სიესტა, 2010), ლოცვა აბსტრაქციად (ინტელექტი, 2014).
 
თარგმანები: სილვია პლათის ლექსები ქართულად (მსოფლიო პოეზიის ბიბლიოთეკის სერია, მერანი, 1999),
ვირჯინია ვულფის საკუთარი ოთახი, (ფონდი ტასო, 2007), სილვია პლათის ზარხუფი, (ფონდი ტასო, 2009; დიოგენე 2014).